გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაცნობებთ -
"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას.
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გთხოვთ თქვენ მიერ შევსებული და ხელმოწერილი ანგარიში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოთ ელექტრონულ მისამართზე - info@des.gov.ge, ხოლო სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს - info@nea.gov.ge.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
ანგარიშის ფორმა (pdf) თან ერთვის.
დანართი - იხ. ანგარიშის ფორმა- დანართი1 pdf