საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 17 სექტემბერის №2-757 ბრძანებით დამტკიცდა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2025 წლის წლიური საიმპორტო კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის:
1. ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 25,00 მეტრული ტონა.
2. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები – 799 141 ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი.
დაინტერესებულ პირებს მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოადგინონ განცხადება (ნიმუში იხ. დანართის სახით) იმპორტის 2025 წლის ნებართვის მისაღებად და თან დაურთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
• ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მოსაკრებლის (200 ლარი) გადახდის ქვითარი (მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22 (220 101 222), ანგარიშის ნომერი - №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 302003102).