სიახლეები

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაცნობებთ -

თუ გაგაჩნიათ 2020 წლის მარტის თვეში გადამუშავებული მორის საკონტროლო ფირნიშის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურში წარმოდგენის ვალდებულება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით პერიოდში,

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები განახორციელებენ საკონტროლო ფირნიშების მიღებას ადგილზე - თქვენი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ რეგიონული სამმართველოების ანალიტიკოსებს (სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით) ან დეპარტამენტის ანალიტიკურ სამსახურს (ტ. 599 58 22 90; 591 224 228).

თქვენ ასევე შეგიძლიათ ფირნიშები წარმოადგინოთ დადგენილი წესით, დეპარტამენტის რეგიონულ ოფისებში. ამასთან დაკავშირებით, ასევე გთხოვთ შეგვატყობინოთ წინასწარ.

უკან დაბრუნება