სიახლეები

ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების საყურადღებოდ!

ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების საყურადღებოდ!

1 იანვრიდან ძალაში შედის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ახალი ფორმები ახალი ნუმერაციით: 2016 წლის 1 იანვრიდან - ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტი ვალდებულია გამოწეროს ახალი ფორმის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ახალი ნუმერაციით (ნუმერაცია იწყება 5000000000-დან); • აქედან გამომდინარე, ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია, 2016 წლის 1 თებერვლამდე ეროვნულ სატყეო სააგენტოს წარუდგინოს მის მიერ გაუხარჯავი ძველი, ძალადაკარგული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეუვსებელი ფორმები (თითოეული - 3 ეგზემპლარად) და მათ სანაცვლოდ უსასყიდლოდ მიიღოს იგივე ოდენობის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ახალი ფორმები ახალი ნუმერაციით. • ძველი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები ძალაშია 2016 წლის 1 იანვრამდე. შენიშვნა: 2016 წლის 1 იანვრამდე შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2016 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდშიც. ამასთან, ხე-ტყის ტრანსპორტირებისას გამოიყენება ამ დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი. იხილეთ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტობრის №563 დადგენილება - „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (თან ერთვის)

უკან დაბრუნება