სიახლეები

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია:

2017 წლის 10 აპრილიდან - • განახორციელოს მრგვალი ხე-ტყის მიღების, გადამუშავების, გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის აღრიცხვის, პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ასევე გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის სახერხი საამქროდან გატანის პროცესების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში (https://emoe.gov.ge).

2017 წლის 10 აპრილამდე - • ელექტრონულ ჟურნალში (მოდულში - „ნაშთი“) ასახოს სახერხ საამქროში არსებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მოცულობა ხე-ტყის სახეობის და პროდუქტის ტიპის მიხედვით, რომელიც ამ პერიოდისთვის არ არის გატანილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან; • ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის საერთო ოდენობა, რომელიც ამ პერიოდისთვის არ არის გატანილი სახერხი საამქროს ტერიტორიდან ან/და არ არის გამოყენებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №152 დადგენილებით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და მათი ამოქმედების ვადებს.

დადგენილება იხილეთ მიბმული ფაილის სახით.

უკან დაბრუნება