სიახლეები

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

2020 წლის 1 იანვრიდან - ამოქმედდება სავალდებულო მოთხოვნები სახერხი საამქროს ვიდეო მონიტორინგის სისტემის მიმართ

გაცნობებთ, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს მთავრობის დადგენილება №374, 29.08.2019წ.) თანახმად:

2020 წლის 1 იანვრიდან - სახერხი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 დანართით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს (მუხლი 14, პუნქტი 7).

დანართი №15 - იხილეთ მიბმული ფაილის სახით.

უკან დაბრუნება