სიახლეები

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

სახერხი საამქროს მფლობელთა საყურადღებოდ!

გადავადდა 2021 წლამდე - სავალდებულო მოთხოვნები სახერხი საამქროს ვიდეო მონიტორინგის სისტემის მიმართ

გაცნობებთ, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს მთავრობის დადგენილება №680, 31.12.2019 წ.) თანახმად:

• ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება - „სახერხი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის სისტემით“ - ამოქმედდება 2021 წლის 1 ინვრიდან.

დადგენილება №680, 31.12.2019 - იხილეთ მიბმული ფაილის სახით.

უკან დაბრუნება